სსიპ კოლეჯი "მერმისი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე
 
 
ვაკანსიის დასახელება: ხარისხის მართვის სპეციალისტი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: კვირაში ხუთი დღე: 09:30-დან 18:30-მდე.
თანამდებობრივი სარგო: 900 (ცხრაასი) ლარი.
               დასაქმების ადგილის რაოდენობა: 1 ადგილი 
 
              ფუნქციები:
	- მონაწილეობას ღებულობს სასწავლო პროცესის ხარისხის სისტემურ სრულყოფაზე, ზრუნავს და კონტროლს უწევს პროფესიულ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ხარისხის სისტემატურ შეფასებასა და მის განვითარება–განახლებას;
- სწავლების ხარისხის შემოწმების მიზნით ესწრება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეოებებს;
- ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის მიღწევას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვით, მათი მუშაობის სისტემატური შეფასებითა და უწყვეტი განვითარების გზით;
- მონაწილეობას ღებულობს მოდულების კალენდარული გეგმების თემატიკისა და აქტივობების სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის დადგენაში;
- ახორციელებს შეხვედრებს კოლეჯის მასწავლებლებთან პროფესიულ სტუდენტთა მიერ სასწავლო მასალის უკეთ დაძლევის მეთოდების საკითხებზე;
- უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების  შეფასების მიზნით  კოლეჯის პროფესიული მასწავლებლების, პროფესიული სტუდენტების მიერ კითხვარების შევსების პროცედურას; 
- მონაწილეობას იღებს სწავლის შედეგების შეფასების ვერიფიკაციის პროცესში;
- ახორციელებს პროფესიული სტუდენტის სტატუსშეჩერებულ პირთა აკადემიური მოსწრების შესახებ    მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას;
- კონსულტაციას უწევს პროფესიულ მასწავლებლებს კალენდარული გეგმების შემუშავების კუთხით;
- მუდმივად თანამშრომლობს პროფესიულ მასწავლებლებთან, რათა განუმარტოს მათ პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემის არსი, შეჯამების პრინციპები და განახორციელოს კონტროლი მის შესრულებაზე, აცნობს მასწავლებლებს შეფასების სისტემას.
   
              საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება; 
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;  
გ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;  
დ) ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
ე) ქართულ ენაზე  გამართულად  წერისა და მეტყველების უნარი; 
ვ)  საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; 
ზ) გუნდური მუშაობის უნარი; 
თ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
ი) კომუნიკაციის უნარი;
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ლ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
 
დამატებითი ინფორმაცია
აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (vacancy@mermisicollege.edu.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:
	- CV/რეზიუმე;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
საკონტაქტო ინფორმაცია
 
მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9/ა
ელ.ფოსტა:  vacancy@mermisicollege.edu.ge
საკონტაქტო ტელეფონები: 032 214 76 62; 5 77 50 40 44
საკონტაქტო პირი: HR მართვისა და საქმისწარმოების მენეჯერი - მაკა მჭედლიშვილი
 
განცხადებების მიღების ვადაა  23 თებერვლიდან  25 თებერვლის    ჩათვლით.