კოლეჯ „მერმისის“ დირექტორი ნონა ღუდუშაური უცხოური გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, გერმანიაში, ქალაქ ბონში იმყოფებოდა.
ვიზიტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა გერმანიის პროფესიული განათლების სისტემის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, თანამედროვე სწავლების მოდელების გაცნობასა და საქართველოსა და გერმანიის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებას.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები გერმანიის წამყვან ორგანიზაციებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
BIBB (გერმანიის პროფესიული განათლებისა და ტრენინგის ფედერალური ინსტიტუტი) – მონაწილეები გაეცნენ გერმანიის პროფესიული განათლების სისტემას, ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და თანამედროვე განვითარების მოდელებს.
GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) – შეხვედრებზე განხილული იყო საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებისა და ახალი ერთობლივი პროექტების განვითარების შესაძლებლობები.
Robert-Wetzlar-Berufskolleg (ბონის პროფესიული კოლეჯი) – UNESCO-ს ასოცირებული სკოლების ქსელის წევრ პროფესიულ კოლეჯში დელეგაციამ დაათვალიერა თანამედროვე სასწავლო გარემო, პრაქტიკული სწავლების მეთოდები, სტუდენტთა მხარდაჭერის მექანიზმები და დამსაქმებლებთან თანამშრომლობის წარმატებული მოდელები.