3 სექ

პროფესიული მომზადების პროგრამა

 სწავლის მსურველ პირთა საყურადღებოდ!!!

 სსიპ კოლეჯი "მერმისი" აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების პროგრამაზე: 

“სურსათის უვნებლობისა და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების ლაბორატორიული უზრუნველყოფა რძისა და პურ-პროდუქტების საწარმოებში“

 სწავლა დაფინანსებულია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ

 სწავლის ხანგრძლივობა - 3 თვე, კვირეული საათობრივი დატვირთვა - 20 საათი 

 

პროფესიული მომზადების პროგრამის სწავლის პერიოდში მსმენელები შეისწავლიან: 

სურსათის უვნებლობის ზოგადი ასპექტებისა და რეგულირების სისტემის აღწერა; 

რძის პროდუქტების წარმოების საბაზისო ლაბორატორიის დახასიათება; 

რძისა და რძის პროდუქტების თვისებების განსაზღვრა ლაბორატორიული ანალიზის მეთოდებით; 

ფქვილის, პურისა და პურ-პროდუქტების თვისებების განსაზღვრა ლაბორატორიული ანალიზის მეთოდებით; 

რძისა და პურის საწარმოებში ჰიგიენისა და წარმოების კარგი პრაქტიკის (GHP) და (GMP) აღწერა; 

წარმოების სხვადასხვა ეტაპზე სურსათის უვნებლობის მიმართ, პოტენციური საფრთხეების აღწერა. 

 რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ლინკს - https://vet.emis.ge/#/training-programs

 დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშიდით ზრდასრულთა განათლების კოორდინატორს: 577950575