29 აგვ

საბუთების მიღება

📢📢📢 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტების ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:


🔶პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
🔶აპლიკანტის არასრულწლოვნების შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
🔶აპლიკანტის არასრულწლოვნების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
🔶1 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
🔶სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე;
🔶უცხოეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
🔶17 წლიდან 27 წლის ჩათვლით ვაჟმა აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
🔶საჭიროების შემთხვევაში: გვარის შეცვლის მოწმობა, ქორწინების მოწმობა.

👉დოკუმენტების წარუდგენლობა/არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

👉გისურვებთ წარმატებებს