6 ოქტ

ვაკანსია

📣📣📣ვაკანსია!!!

სსიპ კოლეჯს „მერმისი“ ესაჭიროება ჟესტური ენის თარჯიმანი (3 ვაკანტური ადგილი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში მხარდაჭერის მიზნით.

🔴🔵 სამუშაო აღწერილობა:

✅ III და IV ხარისხის სმენადაქვეითებული პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის განმავლობაში ჟესტური ენის მეშვეობით თარჯიმნის ფუნქციების განხორციელება;

✅ თარგმანის განხორციელება უნდა შესრულდეს სწორად და ზუსტად;

✅სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში მხარდაჭერა;

✅ კოლეჯის შინაგანაწესით განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა უფლება-მოვალეობის გაცნობა.

🔴🔵 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

✅ სრული ზოგადი განათლება.

✅ქართული ჟესტური ენის ცოდნა;

✅კომუნიკაციის უნარი;

✅ გუნდურად მუშაობის უნარი;

✅შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

✅საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

სამუშაო გამოცდილება: ჟესტური ენის თარჯიმნად მუშაობის არანაკლებ ერთი წელი.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel და MS PowerPoint.

სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა.

🔴🔵 წარმოსადგენი დოკუმენტაცია

✅ავტობიოგრაფია / CV (ფოტოსურათთან ერთად)

✅სამოტივაციო წერილი

✅ პირადობის მოწმობის ასლი

✅ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი)

✅კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები

სამუშაო ადგილი: სსიპ სკოლეჯი „მერმისი“, მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9/ა;

სამუშაო დრო: კვირაში ხუთი დღე, დღეში 6 საათი.

ანაზღაურება: განხორცილედება ფაქტობრივად ჩატარებული საათების მიხედვით.

🔴🔵 საკონკურსო შერჩევის ეტაპები:

✅მიღებული დოკუმენტაციის გადარჩევა;

✅გასაუბრება;

საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია კოლეჯის ელექტრონულ მისამართზე - Nona_gudushauri@mermisicollege.edu.ge

საბუთების წარდგენის ვადა - 2020 წლის 6 ოქტომბრიდან 2020 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით.

საკონტაქტო პირი - მაკა მჭედლიშვილი 577 50 40 44; 032 2 14 76 62

გადმოწერა

სხვა სიახლეები | ვაკანსია