7 ივლ

სწავლა

✅ სსიპ კოლეჯში „მერმისი“ 6 ივლისიდან სასწავლო პროცესი განახლდა.


✔ დაწესებულებამ უკვე გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა, რაც გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას სტუდენტებისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შესაქმნელად.


✔ შრომის სამართლისა და შრომის უსაფრთხოების ექსპერტმა მიხეილ კორძახიამ პროფესიულ სტუდენტებს გააცნო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად შენობაში დაშვებისა და ქცევის წესები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სახეები, მათი დანიშნულება და მათი სწორად გამოყენების თავისებურებები, COVID-19-ის ნიშნებისა და/ან სიმპტომების აღმოჩემის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებები.

გადმოწერა