12 ივლ

2021 წლის მიღება

სსიპ კოლეჯში „მერმისი“ სწავლის მსურველ პირთა საყურადღებოდ!!!

ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს დაეუფლოს სასურველ პროფესიას, შესაძლებლობა ეძლევა, სრული სახელმწიფო დაფინანსებით მიიღოს პროფესიული განათლება;

 

12 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდება რეგისტრაცია შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • მესამე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება

 

  1. თმის მომსახურება - ხანგრძლივობა 11 თვე (I და II ცვლა)
  2. მომინანქრება - ხანგრძლივობა 11 თვე (II ცვლა)
  3. ელექტროობა - ხანგრძლივობა 9 თვე (I და II ცვლა)
  4. ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერი - ხანგრძლივობა 11 თვე (I ცვლა)
  5. კულინარიის ხელოვნება - ხანგრძლივობა 15 თვე (I ცვლა)
  6. კონდიტერია - ხანგრძლივობა 15 თვე (I ცვლა)
  7. სამკერვალო წარმოება - ხანგრძლივობა 18 თვე (II ცვლა)
  8. მხატვრული ქსოვა - ხანგრძლივობა 15 თვე (II ცვლა)
  9. ხის მხატვრული დამუშვება - ხანგრძლივობა 16 თვე (II ცვლა)
  10. ძრავას შეკეთება- ხანგრძლივობა 10 თვე (II ცვლა)
  11. სავალი ნაწილის შეკეთება - ხანგრძლივობა 11 თვე (I ცვლა)
  12. იატაკისა და ფილის სამუშოები - ხანგრძლივობა 15 თვე (II ცვლა)

 

  • მეოთხე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

დაშვების წინაპირობა - სრული ზოგადი განათლება

 

  1. საოფისე საქმე - ხანგრძლივობა 11 თვე (I და II ცვლა)
  2. სარესტორნო მომსახურება - ხანგრძლივობა 16 თვე (II ცვლა)
  3. სასტუმრო მომსახურება - ხანგრძლივობა 16 თვე (II ცვლა)

 

  • მეოთხე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელშიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებია ინტეგრირებული

დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება

 

  1. ვებტექნოლოგიები - ხანგრძლივობა 3 წელი (I ცვლა)
  2. სარესტორნო მომსახურება - ხანგრძლივობა 3 წელი (I ცვლა)

 

  • მეხუთე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

დაშვების წინაპირობა - სრული ზოგადი განათლება

 

  1. ბუღალტრული აღრიცხვა - ხანგრძლივობა 17 თვე (II ცვლა)

 

ყველა პროფესიულ პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდგომ გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი დანართთან ერთად.

პროგრამაზე, რომელშიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებია ინტეგრირებული, გაიცემა 12 კლასის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.

 

შენიშვნა: ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე კოლეჯში სწავლა მიმდინარეობს ყოველდღიურად, კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 6 საათი.

ლექციებზე დასწრება ყველა პროფესიული სტუდენტისათვის სავალდებულოა.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის პერიოდში.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდზე: vet.emis.ge

რეგისტრაციის სრულყოფილად გავლის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით გამოგეგზავნებათ ერთჯერადი უნიკალური ოთხციფრიანი კოდი. თუ ეს კოდი არ მიიღეთ, ეს ნიშნავს, რომ ვერ მოახერხეთ დარეგისტრირება.

საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მიზნით, გთხოვთ, მობრძანდეთ კოლეჯში (ქ. თბილისი, გურამიშვილის ჩიხი N9ა),

საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი, გურამიშვილის ჩიხი 9ა;

2 14 76 63; 2 14 78 87

სიახლეები

ვაკანსია

16 ოქტომბერი 2021

მიღება

7 ოქტომბერი 2021

ვაკანსია

10 სექტემბერი 2021

ვაკანსია

8 სექტემბერი 2021

2021 წლის მიღება

27 აგვისტო 2021