ყასაბი
პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ცხოველის (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ბოცვერი) ტანხორცის დანაწევრება, ხორცის ნახევარფაბრიკატების დამზადება უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; ტანხორციდან ან რბილობიდან მსხვილ და წვრილნაჭრიან ნატურალური ნახევარფაბრიკატების ამოჭრა; სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, დარბილებული ხორციდან დაკეპილი და საფანელიანი ნახევარფაბრიკატების დამზადება; დამუშავებული ხორცის შენახვა; გამოყენებულ ხელსაწყოების და ინვენტარის დასუფთავება, ნარჩენების მოვლა.
პროგრამაში ისწავლება:
- ცხოველის (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ბოცვერი) ტანხორცის დანაწევრება
- ხორცის დამუშავებისათვის საჭირო დანის კონფიგურაციისა და ზომის შერჩევა;
- საკვებად ვარგისიანობაზე საეჭვო ხორცისთვის დამახასიათებელ ნიშნების დახასიათება;
- უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით სხვადასხვა სახეობის ცხოველის ტანხორცის დანაწევრება მსხვილნაჭრიანი და წვრილნაჭრიანი ნახევარფაბრიკატების მისაღებად;
- უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, ჭრის ტანხორცს/ფეშხოს სხვადასხვა ხარისხის საბითუმო (მსხვილ) ნაჭრებად დაჭრა;
- ხორცის ნახევარფაბრიკატების დამზადება - უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით ტანხორციდან ან რბილობიდან მსხვილ და წვრილნაჭრიან ნატურალური ნახევარფაბრიკატების ამოჭრა;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, დარბილებული ხორციდან დაკეპილი და საფანელიანი ნახევარფაბრიკატების დამზადება;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, შენახვის პირობების და ვადების დაცვით, დამუშავებული ხორცის შენახვა;
- პროცედურის დასრულების შემდგომ წესების დაცვით გამოყენებულ ხელსაწყოების და ინვენტარის დასუფთავება, ნარჩენების მოვლა.
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- მინიმალური ასაკი 18 წელი;
- ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
- დოკუმენტაციის გადარჩევა;
- გასაუბრება.
სწავლების ვადა: 1 თვე
დასაქმების სფერო: დიდი და მცირე საზოგადოებრივი კვების ობიექტები (რესტორანი, კაფე, სწრაფი კვების ობიექტი და სხვ.), თვითდასაქმება