სსიპ კოლეჯი „მერმისი“ 2020 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან, რაც ემსახურება ტურიზმისა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას საქართველოში და არის საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრი.
თანამშრომლობა მოიცავს საგანმანათლებლო ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას, საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევების მხარდაჭერას, საჯარო შეხვედრების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ტურიზმის სექტორში მიმდინარე აქტუალურ პროცესებში ჩართულობას.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ გადმოცემული 2026 წლის წევრობის სერტიფიკატი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს წარმატებულ პარტნიორობასა და საერთო მიზნებს — ხარისხიანი პროფესიული განათლებისა და ტურიზმის სფეროს განვითარების მხარდაჭერას.
მადლობას ვუხდით საქართველოს ტურიზმის ასოციაციას მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.