ტყავის აქსესუარების კერვა
პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ტყავის აქსესუარების კერვის ტექნოლოგია, ხელითა და საკერავი მანქანების კერვა შრომის უსფრთხოების ნორმების დაცვითა და ხელის სამარჯვი-იარაღებისა და საკერავი მანქანების გამოყენებით, ტყავის აქსესუარების შექმნა.
 პროგრამაში ისწავლება:
	- საკერავი მანქანებით კერვისას  უსაფრთხოების ნორმები და წესები; სამკერვალო ტერმინოლოგია; 
- სამუშაო ადგილის მოწყობისა და მუშაობის სწორი ორგანიზაციის წესი; 
- ხელის საკერავი ნემსების კლასიფიკაცია; 
- მასალები, საკერავი მანქანებისა და ნემსების კლასიფიკაცია, მანქანური ნაკერების სახეები; 
- ტყავის აქესუარების კერვის ტექნოლოგია
- ხელის სამარჯვი-იარაღების გამოყენება შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით; 
- საკერავი მანქანების გამოყენება შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით; 
- სამუშაო ადგილის ორგანიზაცია
- ტყავის აქსესუარების დეტალების  წინასწარი დამუშავება;
-  ხელის გვირისტების და მანქანური ნაკერების სახეების შესრულება;
-  ტყავის აქსესუარების კერვა ტექნოლოგიური ოპერაციების თანმიმდევრობა დაცვით  
- ტყავის აქსესუარების შექმნა.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
	- მინიმალური ასაკი 18 წელი;
- ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
	- დოკუმენტაციის გადარჩევა;
- გასაუბრება. 
სწავლების ვადა: 2 თვე
დასაქმების სფერო:
ტყავის აქსესუარების დამამზადებელი კომპანიები, თვითდასაქმება