ინკლუზიური განათლება
საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში 2013 წლიდან დაიწყო ინკლუზიური განათლების დანერგვა. კოლეჯი „მერმისი“ პირველივე დღიდან ჩაერთო აღნიშნულ პროცესებში.
2013 წლიდან დღემდე კოლეჯში „მერმისი“ ჩაირიცხა 435 სსსმ/შშმ სტუდენტი.
ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების პროცესში გადამწყვეტია დაწესებულების ადმინისტრაციის ხედვა და როლი, რადგან ის მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სასწავლებლის შიდა ატმოსფეროს და კულტურას.
ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა კოლეჯის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
წლის განმავლობაში სსსმ და შშმ პირთა რაოდენობა მერყეობს 70—90 შორის, რომელთაც მხარდაჭერას უწევს ინკლუზიური განათლების გუნდი, რომელშიც შედის:
კოლეჯი ადაპტირებულია უნივერსალური დიზაინის პრინციპების დაცვით.
მოწყობილია:
უსინათლოთა და მცირედმხედველთათვის მოეწყო საფეხმავლო ბილიკები როგორც ეზოში, ასევე დაწესებულებაში, ყველა სათავსოზე განთავსებულია მანიშნებლები ბრაილის შრიფტით, სველი წერტილები ადაპტირებულია, დამონტაჟებულია ლიფტი.
სწავლის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში კოლეჯის ინკლუზიური განათლების კოორდინატორი სპეციალისტებთან ერთად აწარმოებს დაკვირვებას სასწავლო პროცესზე, რა დროსაც ხდება დამატებითი საჭიროებების გამოვლენა და გუნდთან ერთად ღებულობს გადაწყვეტილებას შემდეგ მხარდაჭერაზე:
ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს სტუდენტის თანხლებას პროფესიული განათლების მიღების ყველა ეტაპზე და მათ მხარდაჭერას ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციისას.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი სასწავლო პროცესში ეხმარება სტუდენტს ჩაერთოს მიმდინარე აქტივობებში. ეხმარება კოორდინატორს და მასწავლებელს ინდივიდუალური გეგმის განხორციელებაში.
კოლეჯი მუდმივად თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, რომელთა ბენეფიციარებიც მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები არიან. იგეგმება ღონისძიებები პროფესიული ორიენტაციის მიზნით.
კოლეჯის ადმინისტრაცია ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის მიზნით მუდმივად ზრუნავს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რასაც მოწმობს ნორვეგიელი ექსპერტების ვიზიტი და მათ მიერ ჩატარებული ტრენინგი სმენადაქვეითებული და მხვედელობის დარღვევის მქონე პირთა სწავლა-სწავლების სტრატეგიებზე. ექსპერტების მიერ დადებითად იქნა შეფასებული კოლეჯში ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესი
ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციის მიზნით კოლეჯი ზრუნავს სსსმ/შშმ სტუდენტები მაქსიმალურად ჩართოს, როგორც შიდა ასევე კოლეჯს გარეთ ჩატარებულ ღონისძიებებში, რათა უფრო მეტად განმტკიცდეს მათი ინტეგრირება საზოგადოებაში და კოლეჯში მიღებული ცოდნა და უნარები რეალიზდეს და ეფექტურად იქნას გამოყენებული.
სსიპ კოლეჯის „მერმისი“ ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ ინკლუზიური პროფესიული განათლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება წარმატებულად, თუკი მას კურსდამთავრებულთა დასაქმებაც მოჰყვება.
ამ პრინციპის გათვალისწინებით კოლეჯი თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც უშაუალოდ დასაქმებაზეა ორიენტირებული.
კოლეჯის სტუდენტები, მათ შორის სსსმ/შშმ სტუდენტები მონაწილებას ღებულობენ დასაქმების ფორუმებზე.
ინკლუზიური განათლებაში მიღწეულ წარმატებაზე მეტყველებს კოლეჯის გამარჯვება 2015 წელს ევროპული განათლების ფონდის ETF მიერ ჩატარებულ კონკურსში. შედეგობრივი, თანამშრომლობითი, ქმედითი და ევროპულ გამოცდილებაზე დამყარებული პრაქტიკა - ასე შეაფასეს საქართველოში ინკლუზიური განათლება. ETF-ის მიერ კოლეჯი „მერმისი“ ამიერკავკასიაში დასახელდა საუკეთესო მაგალითად ინკლუზიური განათლების დანერგვის კუთხით და ქალაქ ბრიუსელში საპატიო პრიზი გადაეცა დაწესებულების დირექტორს.
2025 წელს საქართველოს პარლამენტმა ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის სსიპ კოლეჯი „მერმისი“ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
პრეზენტაცია ინკლუზიური განათლების შესახებ