პურ-ფუნთუშეულის დამზადება
პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს პურ-ფუნთუშეულის დამზადებისას შრომის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, სამუშაო ადგილის ორგანიზაცია, მანქანა-დანადგარების, ხელსაწყო-იარაღების გამოყენება, საფუვრიან და უსაფუვრო ცომზე დამზადებული სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულის დამზადება.
პროგრამაში ისწავლება:
- პურ-ფუნთუშეულის დამზადებისას შრომის, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- პურ-ფუნთუშეულის დამზადებისას უსაფრთხო ექსპლუატაციისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვა
- სამუშაო ადგილის ორგანიზაცია
- მანქანა-დანადგარების, ხელსაწყო-იარაღების გამოყენება
- საფუვრიანი და უსაფუვრო ცომზე დამზადებული პურებისა და ფუნთუშების მომზადების მეთოდებსა და ტექნოლოგიის გამოყენება
- სხვადასხვა პურებისა და როლსების დამზადება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით;
- ტოსტის პურების დამზადება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით;
- ფოკაჩასა და ჩიაბატას დამზადება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით;
- გულსართიანი ტკბილი ფუნთუშებისა და ბურგერის პურის სახეების დამზადება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით;
- კრუასანებისა და დენიშების სახეობების დამზადება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით;
- მზა ნაწარმის შენახვა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით.
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- მინიმალური ასაკი 18 წელი;
- ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
- დოკუმენტაციის გადარჩევა;
- გასაუბრება
სწავლების ვადა: 2 თვე,
დასაქმების სფერო: დიდი და მცირე ზომის საკონდიტროები, საცხობები, თვითდასაქმება