2019 წლის 29 ოქტომბერს სსიპ კოლეჯმა „მერმისი“ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის პროექტის „Skills4Jobs“ მე-2 ფაზის წარდგენის ღონისძიებაში. საქართველოს მთავრობამ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ოფიციალურად გახსნეს „განათლება დასაქმებისთვის“ (skills4jobs) პროგრამის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი 48.85 მილიონ ევროს გამოყოფს დასაქმების, ცოდნა-უნარების განვითარებისა და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კოლეჯის პროფესიული სტუდენტების მიერ სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის დროს შექმნილი ნამუშევრები.
გერმანელი ექსპერტის ვიზიტი კოლეჯში „მერმისი“
წინა სიახლემიღება
შემდგომი სიახლე