6 აგვ

ღონისძიება

2020 წლის 5 აგვისტოს სსიპ კოლეჯში „მერმისი“ გაიმართა 2020 წლის მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიება, სადაც პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროფესიული პროგრამების, პროფესიული ტესტირებისა და ჩარიცხვის შემდგომი პროცედურების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.
ღია კარის დღეზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა თამარ ქიტიაშვილმა, სსიპ კოლეჯის „მერმისი“ დირექტორმა ნონა ღუდუშაურმა და პროფესიული განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაშვილმა.
სწავლის მსურველ პირებს საშუალება ჰქონდათ კოლეჯის ეზოში დაეთვალიერებინათ და შეაფასებინათ ხელოვნების მიმართულების პროფესიული სტუდენტების მიერ სასწავლო პრაქტიკის დროს შექმნილი ნამუშევრები.
სწავლის მსურველი პირებს ასევე საშუალება ჰქონდათ კოლეჯშივე გაევლოთ რეგისტრაცია მათთვის სასურველ პროგრამებზე.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდოვდნენ გლობალური პანდემიის პირობებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "სასტუმრო მომსახურების" შემუშავებაში შეტანილი წვლილისათვის პროგრამის ხელმძღვანელი მანანა ალადაშვილი და ენოგასტრონომიული ასოციაციის თავმჯდომარე დალილა ცატავა.
სტუმრები ასევე დაესწრნენ ალტერნატიულ პროფესიული ტესტირების მიმდინარეობას.