13 ოქტ

მშვიდობის კორპუსი

სსიპ კოლეჯის "მერმისი" თანამშრომელთა საყურადღებოდ!!!

ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისის მოწვევისთვის გვესაჭიროება ოჯახი, სადაც მოხდება მისი განთავსება. ოჯახში განთავსების მიზანია ამერიკელი მოხალისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა, მის მიერ ქართული ენისა და კულტურის შეთვისება.

ოჯახს ექნება ამერიკის მშვიდობის კორპუსის მხრიდან ფინანსური უზრუნველყოფა 490 ლარი და დამატებით 95 ლარი ზამთრის პერიოდში გათბობისთვის.

განთავსების მინიმალური ვადა არის 1-დან 3 თვემდე. ეს ვადა განსაზღვრულია იმისათვის, რომ ამრიკელი მოხალისისათვის მოხერხდეს ალტერნატიული ფართის მოძიება იმ შემთხვევაში თუ ოჯახს აღარ ექნება სურვილი მოხალისის ოჯახში დატოვების.

გარდა ამისა ოჯახის მიმართ არის გარკვეული მოთხოვნები და პირობები, რომელსაც ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ, რისთვისაც გთავაზობთ ლინკს.

https://files.peacecorps.gov/documents/HF_Brochure_EYE_FY24.pdf