23 აპრ

მოკლევადიანი პროგრამა

მოკლევადიანი პროგრამა (სასერტიფიკატო): ქალის სტილისტი (შეჭრა, ვარცხნილობები)

პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, სამუშაო ადგილის ორგანიზაცია, თავის კანისა და თმის სტრუქტურის განსაზღვრა, საპარიკმახერო ინსტრუმენტებისა და აქსესუარების გამოყენება, თმის შეჭრა,  დავარცხნა,  სხვადასხვა  ვარცხნილობების შესრულება.

 პროგრამაში ისწავლება:

  • შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმები
  • სანიტარიისა და ჰიგიენის წესები
  • სამუშაო ადგილის ორგანიზაციის წესი
  • თავის დაბანის და თავის კანის მასაჟის წესი
  • საპარიკმახერო ინსტრუმენტების, ხელის სამარჯვებისა და აქსესუარების  გამოყენების წესი
  • თმის შეჭრის ტექნოლოგია სხვადასხვა პრინციპებით;
  • თმის დავარცხნისა და დახვევის წესი
  • ქალის სხვადასხვა სახის ვარცხნილობების შესრულების წესი
  • შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • სანიტარიისა და ჰიგიენის წესების დაცვა
  • სამუშაო ადგილის ორგანიზაცია
  • თმის სტრუქტურის განსაზღვრა
  • თავის კანის მდგომარეობის ვიზუალური განსაზღვრა (დიაგნოსტირება) და შესაბამისი ნიღბის შერჩევა
  • თავის დაბანა და თავის კანის მასაჟი
  • საპარიკმახერო ინსტრუმენტების, ხელის სამარჯვებისა და აქსესუარების  გამოყენება
  • თმის შეჭრა ე.წ. „კლასიკური“ პრინციპით;
  • თმის შეჭრა ე.წ. „ნანეტის“ პრინციპით;
  • თმის დავარცხნა და დახვევა
  • თმის ვარცხნილობის დამუშავება, დაყენება გელით
  • თმის ვარცხნილობის დამუშავება კრემ-ბრიოლინით
  • ნაწნავების შესრულება
  • ქალის სხვადასხვა სახის ვარცხნილობების შესრულება

გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრები

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

  • მინიმალური ასაკი 18 წელი;
  • ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა;
  • გასაუბრება.

სწავლების ვადა: 2 თვე

დასაქმების სფერო:

სილამაზის სალონები, თვითდასაქმება