19 თებ

პროფესიული მომზადების პროგრამა

??? იჩქარეთ!!!

სსიპ კოლეჯი მერმისი 20 და 21 თებერვალს აცხადებს მსმენელთა რეგისტრაციას შემდეგ პროფესიული მომზადების პროგრამებზე:

ელექტრული მონტაჟი 2,5 თვე
ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება - 3,5 თვე

?? მსმენელები უმოკლეს პერიოდში პრაქტიკული სწავლების გზით დაეუფლებიან თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს.

?? მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3-4 დღე, დღის მეორე ნახევარში, დღეში 5 საათი, როგორც კოლეჯის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო სახელოსნოებში, ასევე პარტნიორ კომპანიებში.

?? პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს  პროფესიული კვალიფიკაციის ნაწილის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება კურსდამთავრებულის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგები.

?? სწავლის მსურველ პირთა ასაკი შეუზღუდავია.

?? სწავლა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

? რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ 2 დღე: 20 და 21 თებერვალს.

? რეგიასტრაციის გავლა შესაძლებელია აგრეთვე ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდზე: https://vet.emis.ge/#/training-programs

 

?? მისამართი: გურამიშვილის ჩიხი 9
??  ელ.ფოსტა: mermisicollege@gmail.com
??  ტელეფონი: 2 14 78 87; 2 14 76 63, 577504474

 

სიახლეები

ვაკანსია

16 ოქტომბერი 2021

მიღება

7 ოქტომბერი 2021

ვაკანსია

10 სექტემბერი 2021

ვაკანსია

8 სექტემბერი 2021

2021 წლის მიღება

27 აგვისტო 2021