12 ოქტ

ვაკანსია

ნორვეგიული ინკლუზიური განათლების ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრა და სემინარი გამართეს სსიპ პროფესიულ კოლეჯში "მერმისი". სემინარის თემა იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საგანმანათლებლო გარემოს შექმნის აუცილებლობა. კოლეჯის შენობა-ნაგებობის მაგალითზე მოხდა გარემოს ხელმისაწვდომობის შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული მოდელის დემონსტრირება. სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის დირექტორმა ქ-მა ნ. ღუდუშაურმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ინკლუზიური განათლების პროექტის დირექტორმა - ქ-მა მარიკა ზაქარეიშვილმა, ინკლუზიური პროფესიული განათლების მენეჯერმა - ქ-მა მაია ბაგრატიონმა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა. სემინარის დროს აქცენტი გაკეთდა სხვადასხვა საჭიროების გათვალისწინებაზე: ეტლით მოსარგებლე, უსინათლო და სმენის პრობლემის მქონე პირთათვის. შეიქმნა გარემოს ადაპტირებისათვის საჭირო განსახორციელებელი ღონისძიებები.

გადმოწერა

სხვა სიახლეები | ვაკანსია