9 ოქტ

მოკლევადიანი პროგრამა

კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების საშუალებით რიცხვით პროგრამული დანადგარების მართვა  (СNC და ლაზერული მჭრელი)

პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს გრაფიკული პროგრამების - Corel DRAW და და ARTCAM ძირითადი პრინციპები და მათი საშუალებით ტექნკური ფაილების შექმნა, CNC დანადგარების მუშაობის და აგებულების საბაზისო პრინციპის გამოყენება, დასამუშავებელი სხვადასხვა მასალების კლასიფიკაცია და დამუშავების თავისებურებები, შექმნილი ფაილების გამოყენებით რიცხვით პროგრამული მართვის ჩარხებზე - СNC როუტერსა და CNC ლაზერზე სხვადასხვა მასალის დამუშავება შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

 პროგრამაში ისწავლება:

  • გრაფიკული პროგრამა Corel DRAW-ის ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენება;
  • გრაფიკული პროგრამა Corel DRAW-ში ტექნიკური ფაილების შექმნა;
  • გრაფიკული პროგრამა ARTCAM-ის ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენება;
  • გრაფიკული პროგრამა ARTCAM-ში ტექნიკური ფაილების შექმნა;
  • დასამუშავებელი მასალების კლასიფიკაციის გამოყენება
  • ვექტორული ფაილების მეშვეობით CNC დანადგარების (როუტერი, ლაზერი) გამოყენება
  • რიცხვით პროგრამული მართვის CNC დანადგარებთან მუშაობის უსაფრთხოების წესების დაცვა
  • რიცხვით პროგრამული მართვის CNC დანადგარების  მუშაობის პროცესის კონტროლი
  • რიცხვით პროგრამული მართვის CNC დანადგარებზე მარტივი ტექნიკური პრობლების არსებობისი შემთხვევაში მათი შეკეთება

გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრები

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

  • მინიმალური ასაკი 18 წელი;
  • ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

 

პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა;
  • გასაუბრება 

სწავლების ვადა: 2 თვე

 

დასაქმების სფერო:

 

სარეკლამო კომპანიები, ხის საამქროები, სხვადასხვა მასალისაგან ნაკეთობების, სუვენირების დამამზადებელი კომპანიები, თვითდასაქმება