17 ივნ

ღონისძიება

                     „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ ფარგლებში, ქ. თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სსიპ საზოგადოებრივმა კოლეჯმა „მერმისი“. დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ კოლეჯის მიერ განხორციელებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და სურვილის შემთხვევაში პრაქტიკულად მოესინჯათ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა პროფესიაში.